უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მდგომაროება კვლავ დაძაბულია. კიევი იუწყება, რომ უკრაინელი სამხედროების პოზიციებს კვლავ ცეცხლს უხსნიან. დონბასში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვეს ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა და მათ შორის საქართველომაც. ევროკავშირი და აშშ-ი მოუწოდებენ, რუსეთს სიტუაცია განმუხტოს. თავის მხრივ რუსეთში ამტკიცებენ, რომ პროვოკაციას უკრაინა აწყობს. ამასთან კრემლში ამბობენ, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის დისლოცირება რუსეთის უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად, რადგან უკრაინაში არასტაბილური ვითარება რუსეთსაც უქმნის საფრთხეს. პარალელურად რუსეთის საგარეო უწყებიდან უკრაინას დაემუქრნენ, რომ თუ კიევი ნატოში გაწევრიანებისკენ გადადგმას ნაბიჯებს, მაშინ საფრთხე უკრაინის სახელმწიფოებრიობას დაემუქრება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამ კვირაში უკრაინის საკითხზე მსჯელობა განახლდება ბრიუსელში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ელოდებიან. უქმე დღეებზე უკრაინას მხარდაჭერა გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტმაც, რომელმაც უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვა მოითხოვა. ეს განცხადება რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე გააკეთა. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტს მიხაილო სამუსს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: