მსოფლიოს ამბები – რუსეთ-უკრაინის „ენერგეტიკული ზავის“ პერსპექტივა I 25.09.2026
აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ ცდილობს განაახლოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური მოლაპარაკებები.
ამჯერად დონალდ ტრამპის მთავარი ამოცანა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერებაა.
ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მსოფლიოში საწვავი ძვირდება. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დეესკალაციისთვის კიდევ ორ გადაუდებელ ნაბიჯს ასახელებს.
ესენია: ე.წ. მარცვლეულის საზღვაო დერეფნის მუშაობის აღდგენა და აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სამმხრივი შეხვედრის გამართვა, სავარაუდოდ, აბუ-დაბიში.
ამ საკითხზე დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს. უფრო ვრცლად ამ თემაზე კიევში ვესაუბრეთ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

