ყახაზეთში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.
ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში ვითარება 5 იანვარს უკიდურესად დაიძაბა. ქალაქ ჟანაოზენში დაწყებული საპროტესტო აქციები ქვეყნის არაერთ ქალაქს და დასახლებას მოედო.
დემონსტრანტები გათხევადებული აირის გაძვირებას აპროტესტებდნენ. აქციების საპასუხოდ ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მთავრობა გადააყენა. თუმცა, ამის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა ქალაქ ალმათიში, სადაც მომიტინგეების ნაწილი სახელმწიფო შენობებში შეიჭრა.
პრეზიდენტმა თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „ტერორისტები“ მოქმედებენ, შემოიღო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და სამართალდამცავებს გაუფრთხილებლად სროლის ნებართვა მისცა. ამის პარალელურად პრეზიდენტ თოყაევის მოთხოვნით ყაზახეთში ჩავიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედროებიც.
ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში არეულობის დროს დაღუპულია 164 ადამიანი. დაკავებულია 8000-ზე მეტი.
ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის „ჩეთემ ჰაუსის“ ექსპერტს ქეით მელინსონს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: