მსოფლიოს ამბები – მოლაპრაკებები აბუ-დაბიში და აშშ-ის კონგრესის არჩევნების შედეგები I 13.11.2026

17:33, 13.11.2026
-0:00

უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, თუმცა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. აბუ-დაბიში უკრაინის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოჰყოლია. მხარეებს შორის მთავარ უთანხმოებად კვლავ რჩება ტერიტორიული საკითხები და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

მოსკოვში ამერიკელ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები. პარალელურად, დუბლინში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ კონტინენტის უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებები ევროპის მონაწილეობის გარეშე არ უნდა იყოს მიღებული.

რამდენად რეალურია ომის დასრულება არსებული პირობებით? შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს უკრაინის ტერიტორიულ დათმობებზე დაყოლიება და რა არჩევანი რჩება კიევს, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება? ამ საკითხებზე ვესაუბრეთ უკრაინელ პოლიტოლოგს, ოსტროჰის აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორს, იური მაციევსკის.

დონალდ ტრამპმა კონგრესზე კონტროლი დაკარგა, დემოკრატებმა კი გაიმარჯვეს იქაც, სადაც ათწლეულების განმავლობაში რესპუბლიკელები დომინირებდნენ. ტეხასში, სამხრეთ კაროლინასა და მისისიპიში დემოკრატების გამარჯვებამ შეერთებული შტატების პოლიტიკური რუკა შეცვალა.

3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. ამომრჩეველთა უკმაყოფილების მთავარ მიზეზებს შორის ექსპერტები ცხოვრების გაძვირებას ასახელებენ. თუმცა, საარჩევნო გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ დემოკრატები პრეზიდენტის პოლიტიკის შეჩერებას შეძლებენ.

რა ბერკეტები ექნება ოპოზიციას კონგრესში, რამდენად შეზღუდავს ახალი პოლიტიკური რეალობა დონალდ ტრამპს და რას ნიშნავს არჩევნების შედეგები 2028 წლის საპრეზიდენტო ბრძოლისთვის? ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ტეხასის რაისის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორს, კენეთ ლოუანდეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი