მსოფლიოს ამბები - ლტოლვილების კრიზისი თურქეთ-სირიის საზღვარზე და საკონსტიტუციო ცვლილებები რუსეთში
- რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო ვადების განულებაა. შედეგად ვლადიმირ პუტინს გაუჩნდა შესაძლებელობა, რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის შემდეგაც დარჩეს. რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს, რეზი ქოიავას.
- თურქეთი და რუსეთი სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ეს სავარაუდოდ შეამსუბუქებს სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების მდგომაროებას, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. ვარაუდობენ, რომ იდლიბიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი იძულებით გადაადგილებული პირების ნაკადიც უნდა შემცირდეს. თუმცა, რთულ მდგომარეობაში რჩებიან ის მიგრანტები, რომლებიც იდლიბში ვითარების გაუარესების შემდეგ, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მივიდნენ. სახელდახელოდ გაშლილ კარვებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. ამ ადამიანებს ევროკავშირის საზღვრებისკენ გზა თურქეთმა გაუხსნა, რადგან ხელისუფლება, ამბობს რომ ლტოლვილთა ნაკადს ვეღარ უმკლავდება. საბერძნეთის საზღვარზე შეკრებილი მიგრანტების შესაჩერებლად ბერძენმა მესაზღვრეებმა და პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი აირი. ათენმა დროებით შეწყვიტა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვაც. თურქეთ საბერძნეთის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს საქართველოში კემლინ ფურლეის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: