მსოფლიოს ამბები - კურსკის ოპერაცია და უკრაინის გამარჯვების გეგმა I 20.09.2024
მსოფლიოს ამბები - კურსკის ოპერაცია და უკრაინის გამარჯვების გეგმა I 20.09.2024

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი გრძელდება. ბოლო თვეებში საბრძოლო მოქმედებები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

უკრაინელ სამხედროებს დაკავებული აქვთ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის ნაწილი. ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება, სადაც ზელენსკი აპირებს, ომში გამარჯვების გეგმა წარუდგინოს როგორც აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს – დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს.

უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე, ნატო-ს გაფართოების პერსპექტივაზე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩს, უილიამ ტეილორს.

ბატონ ტეილორს შევხვდით სექტემბრის დასაწყისში თბილისში, ტრადიციულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქში წელს მერვედ გაიმართა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: