მსოფლიოს ამბები - მაკრონის ვიზტი ჩინეთში I 14.04.2023
მსოფლიოს ამბები - მაკრონის ვიზტი ჩინეთში I 14.04.2023

აშშ-სთან ალიანსი არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი მათი ვასალია. ევროპა უნდა მოერიდოს იმ კრიზისებში ჩართვას, რომელიც მისი არ არის. საფრანგეთის პრეზიდენტის ეს განცხადებები ევროპასა და აშშ-ში კვლავაც განხილვის საგანია.

პეკინში ვოიაჟის შემდეგ, ემანუელ მარკონი სულ უფრო აქტიურად საუბრობს ევროპის „სტარატეგიულ ავტონომიის“ მნიშვნელობაზე. ევროპაში მაკრონის კონცეფციას უკვე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეებიც.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მაკრონი ჩინეთთან დაახლოებაზე საუბრისას იმავე შეცდომას იმეორებს, რომელიც ევროპამ რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდით დაუშვა.

ამ ფონზე, ჩინეთში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მკვლევარს, ალისია ბაჰულსკას.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: