მსოფლიოს ამბები - ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში და ხანძრები ამაზონის ტყეში
ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებას ბერლინის პოლიცია აგრძელებს. გერმანული და საერთაშორისო მედია წერს, რომ ხანგოშვილი სავარაუდოდ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. პროექტ „ბელინგქათის“, გერმანული გამოცემა „შპიგელისა“ და რუსული „ინსაიდერის“ მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფოა დაკავშირებული. ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ პროექტ „ბელინგქათის“ გამომძიებელ ქრისტო გროზევს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას ხელმძღვანელობს.
სტიქიური უბედურების ზონად ქცეულ ამაზონი ჯუნგლებში მუშაობას აგრძელებენ ბრაზილიელი სამხედროებიც. ამაზონის ტყის ხანძრებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და განგაშის მიზეზი გახდა. რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზონის ტყე ჩვენი პლანეტისთვის ამ თემაზე ვესაუბრეთ ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრი კახა არცივაძეს.