საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას 19 მაისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. უკვე ცნობილია რომ ამ საკითხზე ანგარიშს წარადგენს ესტონელი პარლამენტარი სვენ მიქსერი. მისი ანგარიშის სამუშაო ვარიანტი 23 მარტს გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი თუმცა ამავდროულად, რამდენიმე საკითხზე შეშფოთებაა გამოთქმული. მათ შორისაა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეები. ამ საკითხზე გასულ კვირას მწვავე განცხადებები გააკეთა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აღნიშნული სასამართლო საქმეების გამო საქართველომ შესაძლოა ევროკავშირის გამოყოფილი ფინანსური დახმარება ვეღარ მიიღოს. ჩვენ ანდრიუს კუბილიუსს ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: