მსოფლიოს ამბები - „ჰოლანდიელი ტრამპის“ წარმატება ნიდერლანდებში და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები I 24.11.2023
სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების პროექტის გადამუშავებული ვარიანტი გადაუგზავნა. პარალელურად რუსეთისგან კვლავაც ისმის კრიტიკა ერევნის მიმართ.
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთი რადიკალურად იცვლის საგარეო ორიენტაციას და ამისკენ მას დასავლეთი უბიძგებს.
სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივაზე ვსაუბრობთ რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელ ჯონი მელიქიანთან.
ნიდერლანდებში არჩევნების შედეგად ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, რომლის ლიდერი, ხეერტ ვილდერსი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა, გამოირჩევა ანტიმუსლიმური პოლიტიკით და ნიდერლანდების ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა.
ნიდერლანდებში ჩატარებული არჩევნების შედეგების შესახებ ვსაუბრობთ ტვენტეს უნივერისტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორ ჰენკ ფონ დერ კოლაკსთან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: