მსოფლიოს ამბები -  გაეროს მხარდამჭერი რეზოლუცია და მასშტაბური აქციები პრაღაში
მსოფლიოს ამბები - გაეროს მხარდამჭერი რეზოლუცია და მასშტაბური აქციები პრაღაში

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს. ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელ, კახა იმნაძეს.

ჩეხეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. გასულ კვირას პრაღის ქუშებში 120 ათასზე მეტი ადამიანი ითხოვდა პრემეირ მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომას. ევროკავშირის აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ჩეხეთის მთავრობის მეთაურის კუთვნილმა კომპანიებმა ევროკავშირის ფონდებიდან სოლიდური თანხმები მიიღეს. ევროკავშირი ჩეხეთის პერმიერ მინისტრისგან 17 მილიარდი ევროს უკან დაბურნებას მოითხოვს. პრაღაში გამართული აქციების შესახებ, მიტინგების ერთ-ერთ მონაწილე დევიდ ონდრაჩკას ვესაუბრეთ, ის გახლავთ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ჩეხეთის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი.