მსოფლიოს ამბები - გადამწყვეტი არჩევნები სომხეთში I 05.06.2026
მსოფლიოს ამბები - გადამწყვეტი არჩევნები სომხეთში I 05.06.2026

სომხეთში 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომლის შედეგებმაც შესაძლოა დიდი ხნით განსაზღვროს ქვეყნის გეზი.

რუსეთი ერევანზე ზეწოლას ახდენს და მოუწოდებს, გააკეთოს არჩევანი მოსკოვსა და დასავლეთს შორის, ასევე იმუქრება, რომ თუ სომხეთი ევროკავშირს აირჩევს, ამას შედეგები მოჰყვება.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპონენტების განადგურებით იმუქრება, ხოლო სამართალდამცავი უწყებები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ.

საარჩევნო აგიტაციის დროს ყველა მხარე იყენებს მანიპულაციებს, ყალბ ამბებს და სახელმწიფოს ღალატში ბრალდებებს.

ნიკოლ ფაშინიანის რვაწლიანი მმართველობის დროს სომხეთი დამარცხდა ომში და გადაიტანა არაერთი კრიზისი, თუმცა ფაშინიანი ხელისუფლებაში რჩება.

ოპოზიციას წარმოადგენენ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები, რომლებიც სომხეთში კორუფციასთან არიან ასოცირებული.

სომხეთში დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობაზე ერევანში ვესაუბრეთ პოლიტოლოგსა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, ერევანში მდებარე რეგიონული კვლევების ცენტრის დამფუძნებელს რიჩარდ გირაგოსიანს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: