მსოფლიოს ამბები - „ელიტის ამბოხი“ თუ სახალხო პროტესტი
მსოფლიოს ამბები - „ელიტის ამბოხი“ თუ სახალხო პროტესტი

სომხეთში უკვე ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება. ქუჩებში რიგრიგობით გამოდიან ოპოზიციისა და ქვეყნის მოქმედი მთავრობის მხარდამჭერები. შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებამ, რომელშიც მათ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდეს. სამხედროების ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა პრემიერ მინისტრის მოთხოვნას გათავისუფლდეს გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი. თუმცა, სომხეთის პრეზიდენტმა ამ განკარგულებას ხელი არ მოაწერა. საპასუხოდ მმართველ პარტიაში არმენ სარქსიანის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ, ხოლო ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბრეთ კავკასიის ინსტიტუტის დირექტორს, პოლიტოლოგ ალექსანდრ ისკანდარიანს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი