ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. იზრდება ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც. ჩინეთის გარდა ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის აშშ-ში, იაპონიასა და ტაილანდში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საგანგებო ზომები ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. ახალი კორონავირუსისა და სპეციალისტების რეკომენდაციების შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, სილვიუ დომენტეს ვესაუბრეთ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: