მსოფლიოს ამბები - „ბრექსითი“ და ყალბ ამბებთან ბრძოლა
მსოფლიოს ამბები - „ბრექსითი“ და ყალბ ამბებთან ბრძოლა

საუკუნის განქორწინება საფრთხეშია; გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა, შესაძლოა, გადაიდოს ან სულაც გაუქმდეს; როგორი იქნება ბრიტანული პოლიტიკური დრამის შედეგები?

ფეისბუქმა რუსეთის მიერ მართული ასეულობით ანგარიში წაშალა. მათ შორის იყო ქართველ მომხმარებლებზე გათვლილი გვერდებიც; როგორ და რატომ უნდა ვებრძოლოთ ყალბ ამბებს? საჭიროა თუ არა კანონის გამკაცრება? სად გადის ზღვარი დეზინფორმაციასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?

17 იანვარს სოციალურ ქსელ ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალეს. ყველა ეს გვერდი, ჯგუფი და ანგარიში იმართებოდა რუსეთიდან, კოორდინირებულად მოქმედებდა და სხვადასხვა ქვეყნების აუდიტორიაზე გათვლილ ინფორმაციას ავრცელებდა. მათ შორის იყო რამდენიმე, მათი სამიზნე აუდიტორია ქართველ მომხმარებლბი იყვნენ. როგორც ფეისბუქში განმარტეს, ანგარიშების და გვერდების უმრავლეოსობა რუსული საინფორმაცია სააგენტო სპუტნიკის თანამშრომლებს ეკუთვნოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო რუსეთიდან მომავალი ყალბი ინფორმაციის და კოორდინირებული საინფრომაციო კამპანიის მსხვერპლი ხდება. შარშან რუსული მედია, მთელი წლის განმავლობაში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაზე. ყალბ ამბებთან ბრძოლის მნიშვნელობასა და მეთოდებზე ვესაუბრეთ ჰელსინკიში მდებარე ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული ცენტრის თანმშრომელს – ვიტაუტას კერსანსკას.
15 იანვარს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. შედეგად გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან წინასაწარ განსაზღვრული და ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ევროკავშირში უკვე ემზადებიან ე.წ. ხისტი ბრექსითისთვის, რამაც შეიძლება მოქალაქეებს და ბიზნესს პრობლემები შეუქმნას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „ბრექსითის“ შესაძლო გაუქმებაზე მიანიშინა. ბრიტანელი პოლიტიკოსების ნაწილი კი რეფრენედუმის ხელმეორედ გამართვაზე ალაპარაკდა. „ბრექსითის“ საკითხზე ვესაუბრეთ ბრიტანელ პოლიტოლოგ – ჰენრი ალენს, რომელიც ამჟამად ნორვეგიაში ცხოვრობს.