მსოფლიოს ამბები - ბირთვული არმაგედონის საფრთხე I 07.10.2022
მსოფლიოს ამბები - ბირთვული არმაგედონის საფრთხე I 07.10.2022

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კარიბის კრიზისის შემდეგ მსოფლიო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ბირთვულ არმაგედონთან, როგორც დღეს.

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული შეიარაღების გამოყენებით იმუქრება. ეს განცხადება ვაშინგტონიდან მას შემდეგ გაისმა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ნატოს და საერთაშორისო თანამეგობრობას იფიქროს რუსეთზე პრევენციული დარტყმების მიტანის შესაძლებლობაზე, თუ მოსკოვი შეეცდება ბირთვული იარაღის გამოყენებას.

კრემლში ზელენსკის ეს განცხადება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებად შეაფასეს. რუსეთიდან წამოსული ბირთვული მუქარის შესახებ ვესაუბრეთ პაველ პოდვიგს, რომელიც გახლავთ გაეროს განიარაღების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: