მსოფლიოს ამბები - ბაიდენის დოქტრინა
მსოფლიოს ამბები - ბაიდენის დოქტრინა

ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები ხანგრძლივ ომებში აღარ ჩაერთვებიან, ექსპერტების შეფასებით ავღანეთში ოპერაცია აშშ-ს 20 წლის განმავლობაში 6 ტრილიონ დოლარამდე დაუჯდა და ეს დანახარჯი ვეტერანების სამედიცინო დახმარების გაგრძელების შემდეგ, 2050 წელს 8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. რა შედეგს გამოიღებს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და როგორ იცვლება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. ამ საკითხზე ვესაუბრეთ საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: