მსოფლიოს ამბები - ბაიდენი, პუტინი და ნატო
მსოფლიოს ამბები - ბაიდენი, პუტინი და ნატო

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ შესაძლოა ნატოს მოკავშირეებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართოს.

ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა. როგორც ის აცხადებს, შეხვედრაზე განიხილავენ იმ შეშფოთებას, რომელიც რუსეთს აქვს ნატოსთან დაკავშირებით და შეეცდებიან ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დაძაბულობა განმუხტონ.

ამასთან ერთად ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის დროს პირადად ჩამოუთვალა რუსეთის პრეზიდენტს ის მკაცრი სანქციები, რომელიც კრემლს დაუწესდება, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. ბაიდენმა არც ის გამორიცხა, რომ აშშ-მა ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდოს, თუ ამას ნატოს მოკავშირეები მოითხოვენ. თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტი დაჟინებით ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ ვატერლოოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ და ლონდონში მდებარე „გეოსტრატეგული საბჭოს“ მკვლევარს ალექსანდერ ლანოშკას.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: