მსოფლიოს ამბები -  „ავტონომური ინტერნეტი“ რუსეთში და მედიის თავისუფლების პრობლემბი უნგრეთში
მსოფლიოს ამბები - „ავტონომური ინტერნეტი“ რუსეთში და მედიის თავისუფლების პრობლემბი უნგრეთში

რუსეთის პარლამენტმა ე.წ. სუვერენული ინტერნეტის შესახებ კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რუსი დეპუტატები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები რუსეთში ინტერნეტის მდგარად მუშაობას შეუწყობს ხელს და ეს იმ შეთხვევაშიც კი თუ ვინმე რუსეთის გლობალური ქსელიდან გათიშავს მოინდომებს. კანონი წინააღმდეგ გამოდიან როგორც უფლებადამცველები, ისე რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლები და სახაზინო პალატაცი კი. რატომ გაჩნდა რუსეთის „ავტონომიური ინტერნეტის“ იდეა, რა დაუჯდება ეს მოსკოვს და შეუქმნის თუ არა ახალი ინიციატივა საფრთხეს რუსეთის მეზობლებს, მათ შორის საქართველოს. ამ საკითხზე ვესაუბრეთ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალიტს და ინტერნეტ მიმომხილველს ალექსანდრ პლუშევს.

ევროსაბჭოს შეფასებით პრესის თავისუფლება ევროპაში დღეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე სუსტია. ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საუბარია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, ასევე ძალადობასა და მკველელობებზე. დოკუმენტში, რომელსაც ევროსაბჭო პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ადგენს, რამდენჯერმე იყო ნახსენები უნგრეთი. როგორც ანგარიშშია ნათქვმი, უნგრეთში მედიის უდიდეს ნაწილს მთავრობასთან დაკავშირებული პირები აკონტროლებენ. ამ საკითხზე ვესაუბრეთ უნგრელ პოლიტოლოგ პიტერ კრეკოს, რომელიც თბილისს რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა. ის მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომლს მთავარი თემა დეზინფორმაციასთან ბრძოლა იყო.