მსოფლიოს ამბები - „3+3“, ნატო და რუსეთის საფრთხე
მსოფლიოს ამბები - „3+3“, ნატო და რუსეთის საფრთხე

მოსკოვში თურქეთის, ირანის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით 3+3-ის ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებებზე საქართველოც იყო მიწვეული, თუმცა თბილისიდან მოსკოვში არავინ ჩასულა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში 3+3-ის ფორმატში არ ჩაერთვებიან. მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა განაცხდა, რომ საქართველოსთვის 3+3-ის კარი ღიაა.

ამას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, რომელშიც მოსკოვმა ნატოს მოუწოდა გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ანუ უარი თქვას უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრებაზე. საქართველოს მთავრობამ ამ მოთხოვნას მიუღებელი უწოდა.

ამ საკითხზე განმარტება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ საქართველოს და უკრაინას კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შესაძლებლობა ექნებათ. ეს განცხადება ვაშინგტონში უკრაინის საზღვრებთან ათასობით რუსი ჯარისკაცის კონცენტრაციის ფონზე გააკეთეს.

რუსეთიდან და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებიდან მომავალი საფრთხეების შესახებ ისაუბრეს გასულ კვირას ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ დემოკრატიების სამიტზეც, რომელიც ჯო ბაიდენის ინიციატივით გაიამრთა. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: