20 ნოემბერს აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ. ამ რეგიონს 27 წლის განმავლობაში სომხეთი აკონტროლებდა. აღდამის რეგიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ერთ-ერთი პუნქტია, რომელსაც 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ მინისტრმა, აზერბაიჯანის ლიდერმა და სომხეთის პრემიერ მინისტრმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის გარეშემო მდებარე რეგიონებს და ქალაქ შუშას გააკონტროლებს. ამასთან, რეგიონში იმყოფებიან რუსი სამშვიდობოები, რომლებიც სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ევროკავშირში ამ შეთანხმებას კონფლიქტის დარეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდეს.
9 ნოემბრის შეთანხმებაზე, სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ვესაუბრეთ ბერლინში მდებარე ანალიტიკურ ცენტრ „საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების“ წევრი, ექსპერტი ანდრიაშ რაშს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: