#ლეგიონი - გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება / ტურის MVP გიორგი შერმადინი / ქართველი ჰალკის ტრიუმფი
- საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე 8 თვიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. 20 წლის შემტევმა „გენტის“ შემადგენლობაში 15 წუთი ითამაშა და ბელგიური მედიის ქებაც დაიმსახურა.
- გიორგი შერმადინის მორიგი სუპერ-თამაში. ქართველი ცენტრის 25 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მურსიასთან, მთელ ტურში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. შერმადინი ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ შემდეგ კი ტურის MVP-დ აღიარეს.
- ქართველ „ჰალკად“ წოდებული მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი ოფიციალურად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მკლავჭიდელია. მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირის ფინალში საგინაშვილმა რუს ვიტალი ლალეტინი 6:0 გაანადგურა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: