#სახლისკენ – მესტიაში მთის თემატიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ქართული მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების, თეატრალური სპექტაკლებისა თუ სხვა ღონისძიებების აფიშებისა და პროგრამების ელექტრონული ვერსია განთავსდა;
- გიორგი მიქაძეს Berklee College of Music-ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა მიენიჭა;
- შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ახალ, 143–ე სეზონს სპექტაკლ „ჯილდოს“ პრემიერით გახსნის;
- გამოფენის მონაწილეთა შესარჩევად კონკურსი „ქანდაკება Covid 19 პანდემიის დროს“ ცხადდება;
- გალერეა „ართბითი“ თამუნა ჭაბაშვილის პერსონალურ გამოფენას „გუდა-ნაბადი“ წარმოადგენს;
- მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში – Extraction-ის მეორე ნაწილში გადაიღებენ;
- 15-19 სექტემბერს მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

