,,სიცოცხლემისჯილი“ – რომანი, რომელიც 40 წელი იწერებოდა. რომანის ფრაგმენტები 1984 წელს ჟურნალ ,,ცისკარში“ დაიბეჭდა. ნაწარმოების სრული ვერსია კი 2017 წელს წიგნად გამოიცა. ავტორის განმარტებით, რომანში, სამი თაობის ისტორიის ფონზე, გადმოცემულია XX საუკუნის კოლხეთის და ზოგადად საქართველოს აუტანელი ყოფიერება: რეპრესიები, ძმათამკვლელი ომები, საკუთარი ტყავის გადასარჩენად სხვების ჯოჯოხეთის ბნელ ხვეულებში გაგზავნის დაუსრულებელი მაგალითები.
სტუმარი: გური ოტობაია – მწერალი
სატელეფონო ჩართვა: სოსო სიგუა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი