პიკის საათი - „38,44“ - ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანი
პიკის საათი - „38,44“ - ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანი

1990-იანი წლების მიწურულის და 2000-იანი წლების დასაწყისის თბილისი. ლექსო კინომცოდნეობას სწავლობს, მაია – სტომატოლოგიას. ლექსო ,,დისიდენტობას“ თამაშობს. მაია – ფულის საჭიროების გამო მიცვალებულ ქალებს მაკიაჟს უკეთებს…

,,38,44“ ჩვენი ტრავმების წიგნია. ჩვენი გადაღლის, გამოცდის, დამარცხების და ალბათ, გადარჩენის, – რადგან ცოცხლებსაც და მკვდრებსაც სიაყვრულისაკენ მიგვიწევს გული.

რომანში რეალური ამბებია აღწერილი. მეტიც, გამოყენებული და დამუშავებულია სხვადასხვა საარქივო მასალა. მათ შორის, შსს-ოს არქივში დაცული დოკუმენტები. ამის მიუხედავად, ესაა მხატვრული ტექსტი და ყველაფერი მოგონილია.

ამ რომანით მთავრდება ნესტან კვინიკაძის თინეიჯერული და პოსტთინეიჯერული პერიოდის ტრილოგია. ,,ისპაჰანის ბულბული,“ ,,იაგუარების ტექნო“ და ,,38,44“

სატელეფონო ჩართვა: ნესტან ნენე კვინიკაძე –  მწერალი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: