წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნაადერევ ქორწინებასთან დაკავშირებით გვაქვს გამოწვევები და ამასთან დაკავშირებით ხდება დანაშაული. მხოლოდ გასულ, 2018 წელს 180 მდე ასეთი შემთხვევა გამოიძია შსს-ს სათანადო სამსახურებმა. ამ შემთხვევების გაზრდის გამო შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველომ დაგეგმა და უკვე 17 ივნისიდან დაიწყო საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით: „ნუ წაართმევ ბავშვობას“. შსს-ს მიზნებია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პოლიციისათვის მიმართვიანობის გაზრდა და ამ დანაშაულის პრევენცია.
სტუმარი: შსს ადამიანის დაცვის სამმართველოს უფროსი გოგა ხატიაშვილი.