ღია სტუდია - წილი ნაყარია: რუსეთმა სახელმწიფოებად აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები უკრაინაში
- უკრაინის სახელმწიფოს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. „ჩვენ არ გვეშინია, არავის ვალი არ გვაქვს და არავის არაფერს მივცემთ“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ. რა საპასუხო სვლები შეიძლება შეაგებოს უკრაინამ რუსეთს? რა შემთხვევაში აღმოჩნდება ეფექტიანი წინასწარ ბევრჯერ ხსენებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? შეიძლება თუ არა, რუსეთის წარმატებად ჩაითვალოს უკრაინის ნაწილის აღიარება „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“?
რესპონდენტები: ლევან ახალაია, პირველი არხის ჟურნალისტი; გიორგი ბადრიძე, საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების (რონდელის) ფონდის უფროსი მკვლევარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: