საქართველოში ამჟამად რომ რთული ვითარებაა, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი და როგორც გადაცემის სტუმარი მიიჩნევს, ჩვენთან ვითარება რუსული სცენარით იმართება. რუსეთს აშფოთებს ნატოს მასშტაბური სწავლებები, რომელიც ევროპაში მომავალი წლის აპრილში უნდა გაიმართოს და რაშიც აქტიურადაა ჩართული საქართველო. ამიტომ აქ არსებული დესტაბილიზაცია სწორედ რუსეთისთვისაა მისაღები და აუცილებელი, რომ ხელი შეეშალოს ნატოს სწავლების ჩატარებას საქართველოს ტერიტორიაზე და ამ დესტაბილიზაციის პირობებში საქართველოში მოიყვანოს ხელისუფლება, რომელიც იმ პოლიტიკის გამტარებელი იქნება, რაც ყველაზე მეტად არის მისაღები მოსკოვისთვის.
სტუმარი: სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხემძღვანელი ვაჟა ბერიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: