რუსეთ-უკრაინის ომს, ცოტა არ იყოს, მოაკლდა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. ეს გასაგებია ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმისა და ისრაელის საპასუხო ქმედებების შემდეგ.
რუსეთს ამჯერად მცირედი უპირატესობა აქვს დონბასში, ავდეევკასთან, სადაც სოლივით არიან შეჭრილი უკრაინის შეიარაღებული ძალები. უკრაინისთვის, შესაძლოა, უკეთესი იყოს, გამოვიდეს გამომფიტავი ომიდან, რომელშიც ის რუსეთმა შეიყოლია და სხვა სამოქმედო სტრატეგიასა და ტაქტიკას მიმართოს.
სტუმარი: ვახტანგ კაპანაძე, გენერალი „ჯეოქეისის“ მკვლევარი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: