ღია სტუდია - ვაშინგტონის და ბრიუსელის განცხადებით - ნატოს გაფართოების პოლიტიკა არ შეიცვლება
გუშინ გვიან საღამოს აშშ-მ და ნატომ რუსეთს წერილობით გადასცეს პასუხი გასული წლის დეკემბერში რუსული მხარის წინადადებებზე, რომელიც, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა არ შეიცვლება – ეს იყო მოსკოვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის თორნიკე შარაშენიძის ვარაუდით, წერილების გაცვლის შემდეგ, ახლა დაიწყება მოლაპარაკებები, თუ როგორ შეიძლება ნატოს გაფართოების პოლიტიკის პირობებშიც კი, რუსეთის მხრიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული „საფრთხეები“ განეიტრალებული იყოს. „გამორიცხული არ არის, ნატომ აიღოს ვალდებულება, რომ უკვე არსებულ ბაზებზე აღმოსავლეთ ევროპაში ახალ ანტისარაკეტო სისტემებს არ განალაგებს“ – ამბობს ის.
თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ არ უკვირს საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. „ნუ დაგვავიწყდება, რომ 2008 წლის შემდეგ, თბილისთან 4- კილომეტრში რუსეთის სამხედრო ბაზები დგას. ამიტომ, საჭიროა პრაგმატული და არა ემოციური პოლიტიკის წარმოება“ – ამბობს ის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: