ღია სტუდია - ვახტანგ ძაბირაძე: „რიონის ხეობის მცველების“ მოძრაობა სამაგალითოა
ღია სტუდია - ვახტანგ ძაბირაძე: „რიონის ხეობის მცველების“ მოძრაობა სამაგალითოა

„რიონის ხეობის მცველები“ ხეობაში დაბრუნდნენ და თავისი გეგმის მიხედვით მოქმედებენ – მათ გუმათში, კომპანია ენკას ბაზასთან გადაინაცვლეს. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი გზების გადაკეტვას იწყებენ, რათა კომპანია „ენკას“ მშენებლობაში ხელი შეუშალონ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ოპტიმისტურად უყურებს საზოგადოების თვითორგანიზებით შექმნილ მოძრაობებს, რომლებიც კონკრეტული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და ხელისუფლებას „ჩამოგდებით“ არ ემუქრებიან. მისი აზრით, ბუნებრივია, პოლიტიკური თუ ბიზნეს ჯგუფები ეცდებიან თავისი ინტერესისთვის გამოიყენონ ეს პროტესტი, თუმცა რიონის ხეობის მცველთა მოქმედებებიდან გამომდინარე, მას აეჭვებს, რომ ეს ჯგუფი ვინმეს თამაშს თამაშობდეს.
ანალოტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თავის სკეპტიციზმს რიონის ხეობის მცველთა მიმართ იმ განცხადებების საფუძველზე აკეთებს, თბილისში რომ გაკეთდა. მისთვის მიუღებელია განცხადება თბილისის პარალიზებისა და ზოგადად საქართველოში ჰესების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. ამავე დროს, ის თვლის, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია დიალოგის გზით ერთმანეთის მიმართ არსებულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მიღება და ამით რაიმე გადაწყვეტილებამდე მისვლა.“ თუ რომელიმე მხარე თავს აარიდებს ასეთ შეხვედრას, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ის რაღაცას მალავს“ – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.