ღია სტუდია - ვახტანგ ჭარაია - დამატებითი შეზღუდვების შემოღება აუცილებელი იყო
„ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღება აუცილებელი იყო“– განაცხადა გადაცემა „ღია სტუდიაში“ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის დირექტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ. მისი აზრით, როცა დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს დიდი რაოდენობის ადამიანის სიცოცხლე, ხელისუფლება ვალდებულია, მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი შეზღუდვები დააწესოს. ვახტანგ ჭარაიას მოსაზრებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსხვავებული და უფრო პოსტ-პანდემიურ პერიოდზე იქნება ორიენტირებული. მისივე აზრით, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს ეკონომიკის „გადაწყობის“ წლებში გაწერილი გეგმა, როცა ეკონომიკა და ბიზნესი ორიენტირებული იქნება პროდუქტის წარმოებაზე და არა მხოლოდ მომსახურების სფეროზე. მანვე სრულიად უსაფუძვლო უწოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომ თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ხელისუფლების მიერ მოზიდული თანხები არჩევნებზე დაიხარჯა. „ასეთი რამ სრულიად წარმოუდგენელია“ – ამბობს ვახტანგ ჭარაია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: