ღია სტუდია - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი და საქართველოს პერსპექტივა I 16.04.2024
რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარის გიორგი ბადრიძის შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც უცხო ძალის ინტერესების გამტარად აცხადებს საქართველოში მოქმედ, დასავლური გრანტებით მომუშავე ორგანიზაციებს, ამოქმედების შემთხვევაში ამ ორგანიზაციათა დახურვას გამოიწვევს.
საქართველოს ხელისუფლება ამგვარი პოლიტიკით მიჰყვება რუსეთის გზას, რაც ჩვენს ქვეყანას უსპობს ევროპის კავშირში შესვლის პერსპექტივას.
სტუმარი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: