თბილისის მერიაში გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსების პარკი ძალიან მოძველდა და საჭიროა მისი ჩანაცვლება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მერიაში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ მალე ან სხვა კომპანია ჩაანაცვლებს, ან მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავა. მერის განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ცვლილებებმა არ უნდა გამოიწვიოს მგზავრობის საფასურის მომატება, დამკვირვებლებს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა მიკროავტობუსები სწორედ მუნიციპალურმა სატრანსპორტო კომპანიამ მართოს, მაგრამ ეს ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებს სერიოზულად გაზრდის.
სტუმარი: ვასილ ურუშაძე – ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.
სატელეფონო ჩართვა: დავით მესხიშვილი – ექსპერტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: