ღია სტუდია - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესწორებული ვარიანტი
„დედაქალაქის საკრებულოში ხვალ კენჭი ეყრება და დამტკიცდება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მაგრამ მთავარია მისი დაცვა, განხორციელება, მონიტორინგი. გენგეგმაში ყველა მიმართულებაა გათვალისწინებული და მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია ურბანული ინდიკატორების დაცვა, ქალაქში ბუნების დაბრუნება. ბოლო ასი წლის განმავლობაში ჩვენ ბუნებას ვაძევებდით ქალაქიდან.“
სტუმარი: მერაბ ბოლქვაძე – თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელი.
სატელეფონო ჩართვა: ირაკლი ნადირაძე – საკრებულოს ფრაქცია-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.