ღია სტუდია - თამარ ხიდაშელი - უცხოური გავლენის შესახებ კანონ-პროექტის ავტორი მმართველი პარტიაა I 16.02.2023
ღია სტუდია - თამარ ხიდაშელი - უცხოური გავლენის შესახებ კანონ-პროექტის ავტორი მმართველი პარტიაა I 16.02.2023

სახელმწიფო დეპარლამენტმა ღრმა შეშფოთემა გამოთქვა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონ-პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას გულისხმობს. სახელმწიფო დეპარლამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, მსგავსი კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის თამარ ხიდაშელის განცხადებით, უსაფუძვლოა კანონ-პროექტის ინიციატორთა განმარტება, თითქმის კანონის მიზანია, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის გამჭვირვალობა.

„დღევანდელი კანონმდებლობა სრულად აწესრიგებს როგორც მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობას. რეესტრის შექმნის იდეა მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების მცდელობაა“, – ამბობს თამარ ხიდაშელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: