ღია სტუდია - თამარ ხიდაშელი - ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს I 11.04.2024
მომავალ კვირას, ორშაბათს, საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვები. პირველი იურიდიული კომიტეტი იქნება, რომელიც ამ პროექტთან ერთად განიხილავს გიორგი გახარიას პარტიის მიერ დაინიცირებულ ორ ალტერნატიულ პროექტს იმავე საკითხზე.
პროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ეს ორგანიზაციები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ჩაითვლებიან და მათთვის სავალდებულო იქნება საჯარო რეესტრში ამავე სახელწოდების ბაზაში დარეგისტრირება და მიღებული შემოსავლების ასახვა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ისედაც უზრუნველყოფს და დამატებითი რეესტრების შექმნა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ისახავს მიზნად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: