- საქართველოს შიდაპოლიტიკურმა ცხოვრებამ თითქოს დაკარგა სიმწვავე და მასთან ერთად მოაკლდა შინაარსიც. ეს შეიძლება აიხსნას არჩევნების სიშორით, პოლიტიკურ მებრძოლთა დაღლილობით, მასშტაბურ მოქმედ პოლიტიკოსთა არარსებობით. იდეების კონკურენციით ქართული პოლიტიკა არ გამოირჩევა, მაგრამ დღეს თითქოს ასეთი კონკურენციის თვით არსებობასაც დაეკარგა აზრი. მოსახლეობაში გაიზარდა ინდიფერენტიზმი პოლიტიკის მიმართ, რაც NDI-ის ბოლო კვლევამაც ცხადყო: გამოკითხულთა დაახლოებით 70% ამბობდა, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. რა ალბათობას უფრო წარმოშობს ასეთი სურათი – მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მშვიდ და ხანგრძლიოვ გაბატონებას პოლიტიკაში თუ ახალი ან განახლებული ოპოზიციის გამოჩენას?
რესპონდენტი: გიგი თევზაძე, ფილოსოფოსი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: