„3 დეკემბერს მსოფლიო მაშტაბით აღინიშა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე. ჩვენს ქვეყანაშიც არის პრობლემები რაც დაკავშირებულია შშმ პირთა უფლებებთან, დასაქმებასთან და ა.შ. თუმცა, არის გარკვეული წარმატებებიც. განსაკუთრებით დასაქმების მიმართულებით გააქტიურდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტში შშმ პირთათვის შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამები და ამ საქმეს ემსახურებიან სპეციალურად მომზადებული მხარდაჭერისა და დასაქმების სპეციალისტები. თუმცა ბევრი მიმართულებით კვლავ ბევრი პრობლემაა. ეს განსაკუთრებით ეხება იფრასტრუქტურას. საჭიროა შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, სადაც ყველა მიმართულება იქნება გათვალისწინებული.“
სტუმრები: მარიამ თუთბერიძე – გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერი; მარიამ ბეზარაშვილი – სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: