ღია სტუდია - შორენა ლორთქიფანიძე - სტატუსის მიღება საქართველოს მეტ ფინანსურ რესურსს მისცემს I 14.12.2023
14-15 დეკემბერს ბრიუსელში წყდება, როგორი იქნება ევროპა უახლოეს ათწლეულში. ევროპული საბჭო ევროკავშირის გაფართოების თემაზე გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც მიიღებს, რითაც დაამტკიცებს, რომ ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა.
რაც შეეხება სტატუსის მიღებას, ასეთ შემთხვევაში, შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება დაფინანსების არაერთი სარეზერვო ფონდი, რომლითაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში ეხმარებიან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: