ღია სტუდია - „საქმიანი ეზოები“
ღია სტუდია - „საქმიანი ეზოები“

ახალი სატყეო კოდექსის თანახმად 2023 წლიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლას და საშეშე ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სოფლად მცხოვრებ ოჯახებს შეშის გარეშე დატოვებს – განაცხადა გადაცემის სტუმარმა და ისაუბრა იმის შესახებ, „საქმიანი ეზოების“ მეშვეობით როგორ მოწესრიგდება ეს საკითხი: მოსახლეობასაც ექნება საჭირო რაოდენობის შეშა და ჩვენი ტყეებიც უფრო დაცული იქნება.

სტუმარი: ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: