მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველო სასკოლო განათლების მხრივ ჩამორჩენილ ქვეყნად რჩება. მეტიც, მდგომარეობა უარესდება და დღეს კიდევ დაიკლო წიგნიერი, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მცოდნე ბავშვების რაოდენობამ. „ღია სტუდიის“ სტუმარი მიიჩნევს, რომ პოზიტიური ძვრა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციით უნდა დაიწყოს.
სტუმარი: გიორგი გახელაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ორგანიზაციის „მშობლები განათლებისათვის“ გამგეობის წევრი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: