პოლიტოლოგ გიორგი რუხაძის მოსაზრებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში საქართველოს ხელისუფლებას მანევრის საშუალება აღარ დაუტოვა. აქამდე ხელისუფლება ერთმანეთს უთავსებდა რუსეთის არგაღიზიანებისა და დასავლეთთან ინტეგრციის პოლიტიკას.
რუხაძის შეფასებით, საქართველოს პოზიცია და განცხადებები უკრაინასთან მიმართებაში, ასევე პოლიტიკა ევროკავშირის წევრობის კანიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მიანიშნებს, რომ ქვეყანა არ მოძრაობს საჭირო მიმართულებით.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებები და საერთაშორისო ასპარეზზე გამართული შეხვედრები მიუთითებენ პრორუსულ ორიენტაციას.
სტუმარი: გიორგი რუხაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი.