ღია სტუდია - საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა I 19.12.2023
საქართველო ევროკავშირის წევრობას კიდევ უფრო მიუახლოვდა კანდიდატის სტატუსით.
პროფესორ გიორგი გობრონიძის აზრით, საქართველოს წინ აქვს მთავარი ტესტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის ოფიციალურ შედეგებში ეჭვს ვერავინ შეიტანს.
გობრონიძის განცხადებით, საქართველოს ასევე დასჭირდება ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ აჩვენა, რომ დიდად არ არის დაინტერესებული ევროკავშირის წევრობით.
სტუმარი: გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: