საპროტესტო აქცია პარლამენტთან რომ დასრულდეს, საამისო საფუძველი გააჩინა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომლის თანახმადაც მმართველი პოლიტიკური ძალა გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს და საარჩევნო ბარიერი იყოს ნულოვანი. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისიც განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს ის, ვინც ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.
სატელეფონო ჩართვა: კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.
სტუმარი: პოლიტიკური ანალიტიკოსი გია აბაშიძე.