„ თითქოს ბენეფიტი ექნება მხოლოდ მაღალშემოსავლიან მოსახლეობას , არასწორია. რეფორმის კიდევ ერთი ბენეფიტი არის ის , რომ საქართველოში გაჩნდება საინვესტიციო კაპიტალის ბაზა. ეს ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ეკონომიკის ზრდას . ეს ეფექტს უახლოეს წლებში მოგვცემს და გამოიწვევს დაბალხელფასიანი ადამიანებისთვის ანაზღაურების ზრდას და დაუსაქმებელი ადამიანების დასაქმებას“ – ლევან სურგულაძე
„საპენსიო სააგენტოში 2 პროცენტი იქნება სახელწიფო კონტრიბუცია იმ შემთხვევაში , თუ დასაქმებულის შემოსავალი წლის განმავლობაში 24 ათასამდეა. 60 ათასამდე შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფოს მონაწილეობა 1 პროცენტით განისაზღვერაბა. 60 ათასის ზემოთ კი სახელმწიფო კონტრიბუციას საერთოდ არ გაიღებს“ – ლევან სურგულაძე
„ უმეტეს შემთხვევაში შემოსავლების შესაბამისი თანხა ვერ გროვდება , ამიტომ მთელი დატვირთვა სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ; მთავარი დანაპირები, რომ რეფორმის განხორცილების საფუძველზე 30 წლის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული პენსია, ვერ შესრულდება. ეს არის მთავარი რისკი ამ რეფორმის; უკეთესი იქნებოდა შემოთავაზებული სქემა პირველ ეტაპზე სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებზე გამოგვეცადა და დაკვირვების შემდეგ გაგვეფართოვებინა. რისკია იმისა, შეიძლება ხელფასების ზრდა შეაჩეროს ბიზნესმა , რადგან მას ხარჯი ეზრდება“ – გიორგი ხიშტოვანი
სატელეფონო ჩართვა: ლევან სურგულაძე – საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი. გიორგი ხიშტოვანი – პი ემ სი ჯუფის წარმომადგენელი