ღია სტუდია - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიახლეები
ამჟამად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ გასცემს საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე ჯგუფისათვის. აქცია 2021 წლამდე გრძელდება, მაგრამ მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ უფასოდ მიიღონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, იუსტიციის სახლებს – ქვეყნის მაშტაბით, უნდა მიმართონ 2019 წლის 1 ნოემბრამდე. ვინც დააკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნებს – პირადობის მოწმობას მიიღებს უფასოდ.
სტუმარი: სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი – მირანდა არაბიძე.