საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას „ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა“. მსოფლიოს უძლიერესი ექსპერტები არიან მოწვეული ამ კონფერენციაზე და მას არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. ჩატარდება პაციენტების გენეტიკური კვლევები და დაიგეგმება პრევენციული მკურნალობა, რომ პაციენტები არ დაავადდნენ განსაკუთრებით საშიში დაავადებებით.
სტუმრები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები ეკა კვარაცხელია და თინათინ ტყემალაძე.