ღია სტუდია - როგორია პოლიტიკური დღის წესრიგი საზოგადოების, ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის
- რა დღის წესრიგით ცხოვრობს დღეს საქართველოს საზოგადოება და პოლიტიკური კლასი? პოლიტიკური ოპოზიციის ერთ ნაწილს წინააღმდეგობრივი თავისებურება ახასიათებს: სურთ, ფონს გავიდნენ სააკაშვილის ელექტორატით, ოღონდ სააკაშვილის გარეშე – მიაჩნია გადაცემის სტუმარს, ზაზა ბიბილაშვილს. რაქც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის ინარჩუნებს მართვის სადავეებს მომადლიერებულ მხარდამჭერებზე დაყრდნობით, აგრეთვე შსს და სუსის დახმარებით, რომელთა ხელმძღვანელები პასუხისმგებლობას უწინარესად ბიძინა ივანიშვილის წინაშე გრძნობენ. არჩევნების გაყალებებისა და საარჩევნო ძალადობის პრობლემები კი ამ ეტაპზე ჩრდილშია მოქცეული, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს და მანამდელი პოლიტიკით გამოწვეული მძიმე სტრესისგან საზოგადოების ნაწილმა ცოტა სული მოითქვა.
სტუმარი: ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: