ღია სტუდია - როგორ წარიმართა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები I 29.10.2024
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ლევან ნატროშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა და მარკირების პროცედურები, საუბნო კომისიის წევრები იჩენდნენ მიკერძოებას ხელისუფლების პარტიის სასარგებლოდ. მისი თქმით, აღნუსხულია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები.
ნატროშვილის განცხადებით, საარჩევნო გამოცდილების მქონე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცნობია რა მეთოდოლოგიით მოხდა არჩევნების აუდიტი.
სტუმარი: ლევან ნატროშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: